გამარჯობათ მეგობრებო! ეს არის ახალი
ონლაინ თამაშების სისტემა. აქ, ამჟამად, სრულიად თავისუფლად, შეგიძლიათ ითამაშოთ არსებული თამაშებიდან ნებისმიერი, გემოვნებისდა მიხედვით.
დრო და დრო, ყველა კატეგორიაში, დაემატება ახალ-ახალი თამაშები. სამწუხაროდ თამაშების ინტერფეისის ქართულ ენაზე გადაყვანა შეუძლებელია, თუმცა ვეცდები ყველა თამაშზე, გასაგებ - ქართულ ენაზე - მოვაყოლო გამოყენების ინსტრუქცია და მოკლე აღწერა, რაც შედარებით მოსახერხებელს გახდის ყოველ თამაშს.
განმარტება: თამაშებს, რომელთაც გააჩნიათ თასი, მათ აქვთ ქულების დამახსოვრების მხარდაჭერა. თუ თქვენ დაურეგისტრირებლის სტატუსით ბრძანდებით, თამაშებში მიღებული ქულების დამახსოვრება შეგიძლიათ ლიდერთა საერთო სიაში, მაგრამ არა ჩვენს საიტზე. ხოლო რეგისტრირებულ მომხმარებლებს ქულები ეწერებათ ჩვენს სიაში.
იმისათვის, რომ ქულა შეინახოთ, თამაშში დააწკაპუნეთ ღილაკზე ან წარწერაზე "Submit Score" და დაელოდეთ 5-10 წამი. სტუმრებმა სიაში მოსახვედრად უნდა ჩაწეროთ სახელი ან ნიკი.
გმადლობთ რომ დაინტერესდით! დარჩით ჩემთან ერთად! გისურვებთ სასიამოვნო განტვირთვას.