კომპანია Ubisoft-ის 15%-ის ფასი
by
გამოქვეყნდა 22.07.2010 22:35
ნახვები: 21
ექვსი წლის წინ "ელექტრონიკ არტსის" კანადურმა გამომცემლობამ, შეიძინა ფრანგული კომპანიის - "იუბისოფტის" ფასიანი ქაღალდების დაახლოებით 20%, რაზედაც ყველამ დაინახა, რომ "დიდები ჭამენ პატარებს!". 2007 წელს კანადელთა წილი კიდევ გაიზარდა რამდენიმე პროცენტით, თუმცა დღეს უკვე სრულიად ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ Electronic Arts არ აცხადებს პრეტენზიას Ubisoft-ის სრულ შესყიდვაზე.
მოხდა შემდეგი - Electronic Arts-მა Ubisoft-ში თავისი წილის დაახლოებით 15% გაყიდა და აღარ წარმოადგენს ფრანგული გამომცემლობის აქციების ყველაზე დიდი პაკეტის მფლობელს. თუმცა Ubisoft-ის აქციების ახალი მფლობელის ვინაობა არ გაცხადებულა, კანადურმა ფაბლიშერმა ხაზი გაუსვა, რომ Ubisoft-ის აქტივების გაყიდვა მისი სტრატეგიის ნაწილი გახდა. Electronic Arts-ის წარმომადგენლების სიტყვების თანახმად, კომპანია აფასებს Ubisoft-ის მიერ გატარებულ პოლიტიკას, და ასევე მის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს. Bloomberg Businessweek-ის გამოცემის მონაცემების თანახმად, Ubisoft-ში 15%-იანი წილი ახალ მფლობელს დაუჯდა ჯამში დაახლოებით 94 მილიონი ევრო (122 მილიონი დოლარი).
ჰო, მართლა ხმაური ატეხეს, ცუდად მოიქცნენ შემქმნელები. სინამდვილეში პირველზე გაცილებით მეტი რამ...
Mafia II - მიმოხილვა
admin on 04.09.2010